2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის სტრატეგიული მიზანია თბილისის N 61 საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა.
3. პროექტის სრული აღწერა:
პრობლემის განსაზღვრა
იმისთვის, რომ თითოეული მოსწავლეს ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ ის არის პიროვნება, რომელიც სწავლობს სკოლაში, სადაც მას აქვს საუკეთესო სასწავლო გარემო. სკოლა ვიზუალურად უნდა იყოს მიმზიდველი.
ჩვენ ველოდებით ახალი სკოლის აშენებას, ამიტომ, ვფიქრობ, ეს პროექტი წარმატებული იქნება.სკოლის ეზოს დასჭირდება კეთილმოწყობა, რომელშიც ბავშვები და მასწავლებლები მიიღებენ მონაწილეობას.
მიზანი
პროექტის სტრატეგიული მიზანია თბილისის N61 საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა და გამწვანება. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, პროექტი მიზნად ისახავს მიაღწიოს მოსწავლეთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, რათა მოსწავლეებმა თვითონ იზრუნონ, პედაგოგებთან ერთად სკოლის ვიზუალურ სახეზე.
ამოცანა
პროექტით დასახული მიზნის უზრუნველსაყოფად აუცილებლად მიგვაჩნია შემდეგი ამოცანის განხორციელება:
ა) სამუშაო ჯგუფის ფორმირება.
ბ) ჯგუფზე ფუნქციის გადანაწილება (მიწის დამუშავება, ნერგების მოძიებადადარგვა).
გ) კონკრეტული სამუშაოს დროულად შესრულება.
პროექტის განხორციელების გზები
პროექტი განხორციელდება სამი თვე (აპრილი, მაისი, ივნისი).
პროექტს განახორციელებს სამუშაო ჯგუფი (მე–5 კლასი).
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გამოყენებული იქნება სკოლის ეზო.
მასწავლებლის ფუნქციაა უხელმძღვანელოს პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას. დაგეგმოს სამოქმედო გეგმა და ჩაატაროს მონიტორინგი.
სამუშაო განრიგი
სამუშაოს დასახელება
კონკრეტული ტერიტორიის მომზადება–მოწესრიგება (აპრილი)
სანერგე მასალის მოძიება (აპრილი, მაისი)
მცენარეთა დარგვა პერიოდულად
მოსალოდნელი შედეგები
1. სკოლიოს ეზოს კეთილმოწყობა, გამწვანება. მოსწაავლეთა დაინტერესება და ჩართულობის გაზრდა სკოლის შიდა ცხოვრების და სკოლის ვიზუალური სახის ფორმირებაში. პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა სკოლის წინაშე.
მონიტორინგი და შეფასება
პროექტის განხორციელების პროცესში მუშა ჯგუფის მონიტორინგს აწარმოებს მასწავლებელი.
4. მონაწილეთა ასაკი: 11–12 წელი.
5. ვადები/ხანგრძლივობა:2018 წლის მარტი, აპრილი, მაისი.
6. პროექტი შესაძლო აქტივობები კლასში:
ა) სამუშაო ჯგუფზე ფუნქციების გადანაწილება.
ბ) პოსტერების მომზადება.
გ) ინტერნეტში მასალების მოძიება (სხვადასხვა ჯიშის მცენარეებზე).
7. მოსალოდნელი შედეგები/პროექტები რაც შეიძლება შეიქმნას:სკოლის ეზოს გალამაზება, გამწვანება, მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობის გაზრდა სკოლის შიდა ცხოვრებისა და სკოლის ვიზუალური სახის ფორმირებაში.
8. პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა სკოლის წინაშე. ყოველივე ამის შედეგი იქნება მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობის ამაღლება, რაც უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
მოსწავლეები ინტენსიურად ეძებენ ინტერნეტში ( სხვადასხვა ჯიშის მცენარეებზე) ინფორმაციას. ამზადებენ პრეზენტაციას.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: სოფიო სარალიძე
13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: soposaralidze85@gmail.com
No comments:
Post a Comment